ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ნიკა გვარამიას შეწყალება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე” – არახამია

უკრაინის რადას ფრაქციის, “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის მიერ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას გამოეხმაურა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ქ-ნ პრეზიდენტს სწორი და გადამწყვეტი რეაგირებისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის საქმეში.

ნიკა გვარამიას შეწყალება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე.

ვულოცავ ნიკას თავისუფლებას. ვულოცავ მის ოჯახს ამ დიდ სიხარულს და ვულოცავ თავისუფალ მედიას დიდ გამარჯვებას“, – წერს ის.

იტვირთბა....