ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბევრი მიზეზის გამო, ბოლო თვეებში მქონდა ამის მოლოდინი” – ნიკა მელია ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

ნიკა მელია პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება და აცხადებს:

“სიმართლე გითხრათ, მქონდა ეს მოლოდინი. ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი მიზეზის გამო და კარგია, რომ ეს მოხდა. ვისურვებდი, რომ ამ ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად ჩავაბაროთ წარსულს პოლიტიკური პატიმრობა, როგორც ფენომენი, ამას სჭირდება ხელისუფლების ცვლილება, იმიტომ რომ მათ არანაირი ნება არ აქვთ, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება აქციონ პირუთვნელ მართლმსაჯულებად.

ჩვენს რეალობაში რჩებიან პოლიტიკური პატიმრები, პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი და არიან კიდევ სხვა ადამიანები, რომელთა სახელი და გვარი ფართო საზოგადოებამ არ იცის. ციხეში იმიტომ არიან, რომ ისინი პოლიტიკაში აქტიურები იყვნენ .

ვულოცავ ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ პოლარიზაციის ხარისხი უნდა შემცირებულიყო და ამ მიმართულებით ერთ-ერთი ნაბიჯი ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით უნდა გადადგმულიყო“,- განაცხადა მელიამ.

იტვირთბა....