ახალი ამბები კულტურა მთავარი

კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რაჭველის განცხადებამ გააკვირვა

 

ნიკოლოზ რაჭველის სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას, კულტურის მინისტრი პასუხობს. მიხეილ გიორგაძის თქმით, ის გაკვირვებულია სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, რადგან მუსიკალურ ცენტრს აქამდე არ ჰქონია ისეთი ხელშეწყობა, როგორიც ბოლო პერიოდში აქვს:

მიხეილ გიორგაძე: რაც ფეისბუქზე გავრცელდა, სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული ვარ. იმიტომ, რომ ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს ხელშეწყობა, ისეთი, როგორიც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჰქონდა და აქვს, მე ვფიქრობ ათწლეულია არ ჰქონია. სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე არის საშუალება და ორკესტრს მიეცემა საშუალება, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართოს რამდენიმე კონცერტი, შემდეგ უკვე, წლის მეორე ნახევრისთვის კიდევ ვნახავთ სად რისი საშუალება იქნება.

შეგახსენებეთ, რომ  ნიკოლოზ რაჭველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კითხვებია  ვახტანგ კახიძის მიერ  სიმფონიურ დარბაზში კონცერტის ჩატარების ხელშეშლასა და სახელმწიფო პირების მიერ ამ თემაზე დუმილის შესახებ. იქვე ნიკოლოზ რაჭველი წერს, რომ სწორედ კულტურის მინისტრისა და სამინისტროს დამსახურებაა, რომ მათთვის გამოინახა შენობა, რომელიც აქტიურად რემონტდება და ასევე მიეცათ საშუალება ოპერაში გამართონ რამდენიმე კონცერტი, თუმცა თუ 21 მარტამდე ვერ მიიღებენ კონკრეტულ კითხვებზე პასუხს, მწვავე განცხადებას გააკეთებენ, ოპერაში გალაკონცერტის დასრულების შემდეგ.

იტვირთბა....