ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

და-ძმა ჩხეიძეები პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

დეპუტატები ნატო და როსტომ ჩხეიძეები პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან, რომლის სახელწოდებას “თავისუფლება” იქნება.

არსებული ინფორმაციით, ხვალ, 23 ივნისს, პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

შეგახსენებთ, ნატო და როსტომ ჩხეიძეები ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები იყვნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს მხარი დაუჭირეს, ფრაქცია დატოვეს.

იტვირთბა....