ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს პირდაპირ გამოიწვევს სისტემის პარალიზებას და ჩამოიშლება ყველა მიღწევა” – კობალაძე კომპანია “გერას” რუსული გავლენის გაძლიერებაში ამხელს

საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვაბელი კომპანია “გერას” რუსული გავლენის გაძლიერებაში ამხელს.

“არაერთი მტკიცებულება მივაწოდეთ საზოგადოებას მათი რუსული დაფინანსების შესახებ. პირდაპირ წერს რაო ესტონეთს, რომ ის ფული, რომელიც უნდა ჩაურიცხოს რაოს ესტონეთმა, რუსი ავტორების კუთვნილი ჰონორარი, ითხოვს, რომ ჩაურიცხოს პარტნიორ ორგანიზაციას საქართველოში “გერას”, რომელსაც კანონმდებლობით აქვს უფლება, რომ ეს ფული გადაახურდაოს რუბლებში და გადაურიცხოს რუსეთს. ამ კანონის მიღების შემთხვევაში, როგორიც ახლაა, ეს პირდაპირ გამოიწვევს სისტემის პარალიზებას, ვეღარ შეგროვდება ავტორების ჰონორარი და მოხდება ჩამოშლა იმ მიღწევების, რომელიც აქამდე ყოფილა” – განაცხადა გიგა კობალაძემ.

იტვირთბა....