ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მითხრეს, რომ კალაძის გინებას არც “მენტები” და არც ძველი ბიჭები მაპატიებენ – ნაცემი კურიერი

კურიერმა, რომელიც “TikTok”-ზე გავრცელებული ვიდეოს გამო ჯერ სცემეს, შემდეგ კი სასამართლომ დააჯარიმა, “მთავარი არხის” ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნის დატოვებასაც სთხოვდნენ.

ირაკლი მილაძის თქმით, ვიდეოს სოციალურ ქსელში განთავსებიდან მალევე მას პოლიცია სახლთან დახვდა, მანქანაში ჩასვეს და სცემეს, ხოლო მოგვიანებით, კალაძის გარემოცვასთან დაახლოებული ნაცნობი დაუკავშირდა და გადასცა, რომ “კალაძის გინებას არავინ აპატიებდა”.

“ადამიანმა, რომელთანაც 10 წელი არ მქონია შეხება, მომწერა და მითხრა, რომ შეწუხდა ჩემი მდგომარეობით და არ მაპატიებენ მე არც კალაძის გინებას არც “მენტები”, არც ძველი ბიჭები და თუ მაინცდამაინც ვაპირებდი ასე გამეგრძელებინა სამოქალაქო აქტიურობა, ქვეყანა უნდა დამეტოვებინა”

2 დღის განმავლობაში გინებიდან, მიმდინარეობდა თვალთვალი, ჩემ სახლთან 2 მანქანით მოდიოდნენ ადამიანები, აკვირდებოდნენ ჩემ გადაადგილებას და 10 თუ 11 დეკემბერი იყო, როდესაც გამოვედი ჩემი მოტოციკლეტით და მარშალ გელოვანის გამზირზე მოვდიოდი, გავჩერდი “აგროჰაბის” ტერიტორიაზე, ჩერდება სამოქალაქო მანქანა, გადმოდიან პოლიციელები, მაჩვენებენ ქსივას და მეუბნებიან, რომ ვანახო პირადობა. შემდეგ კი პოლიციამ მანქანაში ჩამსვა.

გვერდზე დამიჯდა 2 პიროვნება. ერთ-ერთს პოლიციის ფორმაც ეცვა, დახურეს კარები და მეხუთე პოლიციელი წინა კარიდან იღებდა ვიდეოს, როგორ მირტყამდნენ, როგორ მთხოვდნენ ბოდიშის მოხდა გინებისთვის. კონკრეტულად არ უთქვამთ ვისი მისამართით. ამბობდნენ, რომ არავინ მაპატიებდა ამ გინებას და მომავალში ხისტად გამცემდნენ პასუხს” – აღნიშნა ირაკლი მილაძემ.

იტვირთბა....