ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აფეთქებების სერია ოკუპირებულ მელიტოპოლში – ლიკვიდირებულია რუსული ჯარის ბაზები

მელიტოპოლის მერის ივან ფედეროვის განცხადებით, ოკუპირებულ ქალაქში 8-ზე მეტი აფეთქება მოხდა.

“ჯერჯერობით ოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ლიკვიდირებულია რუსული ჯარის ბაზები, ლოგისტიკური გზები და უკან დახევის შესაძლებლობები” – აღნიშნულია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, აფეთქებები მელიტოპოლის ჩრდილოეთის ნაწილში მოხდა, სადაც რუსეთის ჯარის ტექნიკის კონცენტრირება აღინიშნებოდა.

იტვირთბა....