უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომური ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას აპირებენ და ამისთვის ყველაფერი მზად აქვს.
“დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი განიხილავს ტერორისტული აქტის სცენარს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე
სამწუხაროდ, მე კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ რადიაციამ არ იცის ეროვნული საზღვრები და ვის დაარტყამს, ამას მხოლოდ ქარის მიმართულება განსაზღვრავს
ჩვენ ყველა არსებულ ინფორმაციას ვუზიარებთ ჩვენს პარტნიორებს – ყველას მთელს მსოფლიოში. ყველა მტკიცებულებას. ევროპამ, ამერიკამ, ჩინეთმა, ბრაზილიამ, ინდოეთმა, არაბულმა სამყარომ, აფრიკამ – ყველა ქვეყანამ, აბსოლუტურად ყველამ უნდა იცოდეს ამის შესახებ. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ყველამ“, – აღნიშნა ზელენსკიმ მიმართვაში.