რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვლადიმერ სალდო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ სარაკეტო შეტევა განახორციელა ხიდებზე ხერსონის რეგიონსა და ყირიმს შორის “ადმინისტრაციულ საზღვარზე” ჩონგართან.
„კიევის ტერორისტებს სურთ ხერსონის მოსახლეობის დაშინება, პანიკის დათესვა მოსახლეობაში, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ. ჩვენ შეგვიძლია ხიდების სწრაფად შეკეთება: ავტომობილების მოძრაობა რაც შეიძლება მალე აღდგება”, – აღნიშნავს სალდო.
შეგახსენებთ, გზა ჩონგარით არის უმოკლესი გზა ყირიმიდან მელიტოპოლამდე და შემდგომ სამხრეთ ფრონტამდე, სადაც ახლა უკრაინის არმია ცდილობს წინსვლას.