უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებით, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ.
“მიზანია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრებთან მისვლა. სიტუაცია უცვლელია ბახმუტთან, ყოველდღიურად ხდება რამდენიმე შეტაკება, ხაზი სტაბილურია. ზოგადად, აღმოსავლეთში ჩვენი ჯარები მყარად იკავებენ პოზიციებს, იგერიებენ მტრის მუდმივ თავდასხმას და აგრძელებენ მაქსიმალური დანაკარგების მიყენებას ოკუპანტებისთვის” – აღნიშნა ანა მალიარიმ.