ამ წუთებში ენგურის ხიდზე ქართული მხარესა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს. ტყვეების გაცვლის სანაცვლოდაც რუსები ტერაქტისთვის ნასამართლევი მერაბ ყოლბაიას (კოჭოიას) გადაცემას ითხოვენ. როგორც ცნობილია მოლაპარაკებებს პაატა ზაქარეიშვილი ხელმძღვანელობს.
თავდაპირველად საუბარი იყო დრანდის ციხიდან წამოყვანილ 17 ტყვეზე, თუმცა საბოლოოდ მათი რიცხვი 9-მდე შემცირდა. მოლაპარაკებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჭუბურხინჯშში გაიმართა. ამ წუთებში კი ტყვეების გამოყვანის პროცესი იწყება.
„თავისუფალი ზონის“ ინფორმაციით, ენგურის ტერიტორიაზე სიტუაცია „რუსთავი2“ – ისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრების გამოჩენის შემდეგ დაიძაბა.