დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე 10 დღის განმავლობაში, რუსეთმა, სავარაუდოდ, ზაპოროჟიესა და ბახმუტის რექტორების გასაძლიერებლად აღმოსავლეთ სანაპიროზე დნიპროს ძალეგის ჯგუფის ნაწილების გადაყვანა დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, ეს ძალები პოტენციურად 49-ე არმიის რამდენიმე ათას ჯარისკაცს, მათ შორის, 34-ე ცალკე მექანიზებულ ბრიგადას, მედესანტეებსა და საზღვაო ქვეითებს მოიცავს.
“DGF-ის გადანაწილება, სავარაუდოდ, ასახავს რუსეთის აღქმას, რომ კახოვკის კაშხლის ჩამონგრევისა და შედეგად დატბორვის შემდეგ უკრაინის დიდი შეტევა დნეპროზე ნაკლებად სავარაუდოა” – აღნიშნეს დაზვერვაში.