aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ივანიშვილის დასანქცირება მსოფლიო პოლიტიკურ მოთხოვნად იქცა” – შალვა ნათელაშვილი აშშ-ში გაემგზავრა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

ნათელაშვილი შეეცდება დაარწმუნოს აშშ, რომ ამერიკამ საქართველოს არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი დაასანქციროს.

„კარგად მოგეხსენებათ, რომ ოლიგარქიული დიქტატურის თავიდან მშვიდობიანად მოცილება შესაძლებელია საერთაშორისო სანქცირების გზით, რის თაობაზეც ბრძოლა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ დაიწყო ჯერ კიდევ 10 წლის წინ და ეს ვიზიტი არის აღნიშნული პროცესის დაგვიგვინება. დასანქცირება ივანიშვილისა, უკვე იქცა მსოფლიო პოლიტიკურ მოთხოვნად. ჩვენ გვექნება შეხვედრები აშშ-ს სტრატეგიულ ცენტრებში და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე საქართელო გათავისუფლდება ამ უბედურებისგან, რასაც წარმოადგენს მმართველი სისტემა და რომელმაც კატასტროფამდე მიიყვანა ჩვენი სახელმწიფოებრიობა“, – განაცხადა ნათელაშვილმა გამგზავრებამდე.

იტვირთბა....