aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაფიცული მაღაროელები თბილისში აქციას გეგმავენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჭიათურელი გაფიცული მაღაროელები დღეს, 19 ივნისს, 4 საათზე პარლამენტთან აქციას აანონსებენ.

ორგანიზატორების განცხადებით, 50-ამდე მაღაროელი საკანონმდებლო ორგანოსთან შიმშილობის დაწყებას აპირებს.

“დამამცირებელია კომპანიის განცხადება, ხელფასის მხოლოდ 5%-ით გაზრდის შესახებ. ამიტომ მივმართავთ პროტესტის რადიკალური ფორმას. ასევე, დღეს გავემგზავრებით დედაქალაქში და იქ გაგრძელდება აქცია” – აღნიშნა აქციის მონაწილე ტარიელ მიქაცაძემ.

შეგახსენებთ, ჭიათურაში მაღაროელები 14 დღეა გაფიცული არიან. მათ შორის, ათი ადამიანი შიმშილობს. ამავდროულად, პროტესტის ნიშნად ერთმა გაფიცულმა მაღაროელმა პირი, მეორემ კი თვალები ამოიკერა.

“გველაპარაკებიან, გვევაჭრებიან, ვითომ ბაზრობაზე ვიყავი. ამის გამო მე უარს ვაცხადებ, საერთოდ დანახვა არ მინდა, ამის გამო ამოვიკერე თვალები. გადავიღალეთ, თითოეული ჩვენგანი, სანამ ნახევარ ჭიათურას არ ნახავენ თვალებამოკერილს, დაბრმავებულს და დაინვალიდებულს, ამას ელოდებიან?! მიგვიყვანეს ამ ზომამდე, არაფერზე არ მოდიან, ყველაფერზე წუწუნებენ, ერთხელაც არ ყოფილა კომპანიიდან ნება, რომ პირადად თითოეული ჩვენგანისთვის ერთხელ მაინც მოემატებინა თავისით ხელფასი, სულ ომით, სულ გაფიცვით, სულ უბედურებით” – განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა მაღაროელმა.

ჭიათურელი მაღაროელები მათ მიერ შესრულებულ სამუშაოსთან თანხვედრაში მოსულ ხელფასსა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

იტვირთბა....