ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელს მხარდაჭერა გამოუცხადა

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელს მხარდაჭერა გამოუცხადა.

“მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო სოსო მაისურაძეს, რომელმაც პასუხი გასცა ფსევდო ლიბერალური ღირებულებების მქონე ჩვენი ტრადიციების მაგინებელ ზურაბ (გირჩს), რომელიც მრავალი წელია პოლიტიკას ამოფარებული ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა და ერს ულანძღავს ყველაფერ წმინდას. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ჩვენს საზოგადოებაში მისი პროვოკაციული საქმიანობა არ დარჩებოდა პასუხგაუცემელი. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული ეთიკისათვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა, მაგრამ ძალადობაა ისიც, რასაც ეს ნეოლიბერალური” ორგანიზაციები ეწევიან ჩვენს ქვეყანაში”, – თქვა ეპისკოპოსმა.

იტვირთბა....