უკრაინის აღსადგენად გაეროს განვითარების პროგრამა (UNP) ერთ მილიარდ დოლარს გამოყოფს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი ავრცელებს. მან პროგრამის დირექტორს, ახიმ შტაინერს, 17 ივნისს კიევში უმასპინძლა.
“გმადლობთ ამ დროული ნაბიჯისთვის…მადლობელი ვარ გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებისთვის სრულმასშტაბიანი ომის დროს,” – აცხადებს შმიგალი.