კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ამ წუთებში რუსული საოკუპაციო ძალები სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ. პოდილსკის რაიონში აფეთქებებია.
“აფეთქება დედაქალაქში. პოდილსკის რაიონში. კიევში რაკეტები კვლავ დაფრინავს” – აღნიშნა ვიტალი კლიჩკომ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოკუპანტებმა ნოვოროსიისკის მიმართულებით ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს.
უკრაინაში, ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაშია ამოქმედებული.