დროებით ოკუპირებული ხერსონის ე.წ. გუბერნატორის, ვლადიმირ სალდოს განცხადებით, გასულ კვირას, უკრაინამ მისი მკვლელობა სცადა.
ვლადიმირ სალდოს თქმით, ხერსონის რაიონში, მისი სავარაუდო მდებარეობის ადგილებზე, უკრაინულმა სამხედრო ძალებმა 10-ზე მეტი “მაღალი სიზუსტის ბრიტანული” რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდა, რკინნის პორტსა და არაბატ შპიტზე ევაკუირებულთა დროებითი განსახლების ცენტრები დაიწვა.