ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„თოფაძის განცხადებები ჩემთვის საინტერესო აღარ არის“

“არ ვაფასებ მის განცხადებებს, არც ერთი განცხადება ჩემთვის სიურპრიზი აღარ არის და აღარაფერი არ მიკვირს მას შემდეგ, რაც ყველა ოთახში სტალინის სურათის დაკიდება მოითხოვა. მისი განცხადებები ჩემთვის საინტერესო აღარ არის”, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი “მრეწველების” ლიდერის გოგი თოფაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ თურქეთიდან ნაგავი შემოდის.

“ამაზე ააგეს, რომ თურმე როგორ შეიძლება რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიკავა და “გაზპრომთან” საუბარი არ შეიძლება. მწვანილის გატანა შეიძლება, ღვინის გატანა შეიძლება? თუ ასე ვუდგებით მაშინ თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?” – განაცხადა გუშინდელ სხდომაზე გოგი თოფაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თოფაძის განცხადებას მთელი მთავრობის სახელით გაემიჯნა.

“მინდა, როგორც ჩვენი უწყების, ასევე მთავრობის სახელით მინდა გავემიჯნო იმ განცხადებას, რომელიც ბატონი გოგი თოფაძის მხრიდან გაკეთდა. თურქეთი საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ”. – განაცხადა ჯანელიძემ.

იტვირთბა....