ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ნაცმოძრაობა“ ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნას ითხოვენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის -დეპუტატები პარლამენტში ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნას ითხოვენ.

ინიციატორები აცხადებენ, რომ კომიტეტის ფუნქცია მთავრობის ზედამხედველობა, კონტროლი და სავარაუდო კორუფციული ფაქტების შესწავლა იქნება.

„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრები უმრავლესობას სთავაზობენ, რომ ეს ცვლილებები ძალაში  2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევიდეს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დამატებით ანტიკორუფციული ინტიტუტების გაძლიერება და შექმნა აუცილებელია, რადგან არსებობს კონკრეტული ფაქტები, რომლის მიმართაც საზოგადოებას ინტერესი აქვს და აუცილებელია, რომ ფაქტების გარშემო გაჩენილ კითხვებს პასუხი გაეცეს.

იტვირთბა....