ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორები გადადგნენ

მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორებმა ნუგზარ ყიფიანმა და ზურაბ რუსიშვილმა თანამდებობები დატოვეს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადებები მათი გადადგომის თაობაზე დააკმაყოფილა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს და აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებება ამ ეტაპზე, საქართველოს ორ რეგიონში ხორციელდება.

„თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მთავრობას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა მიმართეს. შესაბამისად, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ორივე განცხადება დაკმაყოფილდა.

პრემიერ-მინისტრი გაწეული სამსახურისთვის ნუგზარ ყიფიანს და ზურაბ რუსიშვილს მადლობას უხდის”, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ნუგზარ ყიფიანსა და ზურაბ რუსიშვილს განცხადებაში გადადგომის მიზეზი არ დაუსახელებიათ.

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გოჩა ზეიკიძე დაიკავებს, ხოლო – შიდა ქართლში გუბერნატორის მოვალეობას ზურაბ რუსიშვილის მოადგილე შეასრულებს.

იტვირთბა....