ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

საქართველოში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანია

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წელს 1351 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6%-ით აღემატება 2014 წლის წინასწარ შედეგებს და 23%-ით ნაკლებია ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანია. 2015 წელს აზერბაიჯანიდან შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, წინასწარი მონაცემებით, 542 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე თითქმის 200 მილიონი დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია. მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო. საანგარიშო პერიოდში, გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში, 198 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. სამეულშია ნიდერლანდებიც, საიდანაც 111 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა. საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ხუთეულშია ლუქსემბურგიც და თურქეთიც. ასევე ათეულში შედიან, თურქეთ, რუსეთი, ჩინეთი და ამერიკა.

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოში $1.3 მილიარდის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) შემოვიდა, რაც 2014 წელთან შედარებით 23%-ით ნაკლებია. ინვესტიციების შემცირება 2015 წელს საქართველოს ათი უმსხვილესი საინვესტიციო დარგიდან ხუთში მოხდა. ინვესტიციების შემცირება 2015 წელს ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირებასთან ერთად ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.

სექტორების მიხედვით შემცირება შეიმჩნევა ისეთ სექტორებში, როგორიცაა:

ენერგეტიკა – $100 მილიონი – 52%-იანი კლება

დამამუშავებელი მრეწველობა – $91 მილიონი – 55%-იანი კლება

მშენებლობა -$129 მილიონი – 59%-იანი კლება

უძრავი ქონება – $48 მილიონი – 65%-იანი კლება

სასტუმროები და რესტორნები – $61 მილიონი – 51%-იანი კლება

ინვესტიციების ზრდა შეიმჩნევა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში (+27%), სოფლის მეურნეობაში (+59%), საფინანსო სექტორსა (+40%) და ჯანდაცვის სექტორში (+80%)

 

იტვირთბა....