უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იმ კომპანიებისა და ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთს ახალი რაკეტების წარმოების პროცესში ნაწილებით ეხმარება, მკაცრი ზომები უნდა გატარდეს.
“სამწუხაროდ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა მიიღოს რაკეტების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტები კომპანიებისგან მთელი მსოფლიოდან, მათ შორის, ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნის კომპანიებისგან. შემდეგ ეს კომპონენტები იგზავნება რუსეთში სხვადასხვა გზით. თუ ავიღებთ მაგალითად ერთ-ერთ რაკეტას, რომელიც დღეს კრივოი-როგს მოხვდა, მასში 50-მდე კომპონენტი ძირითადად მიკროელექტრო ტექნიკა სხვა ქვეყნებში იყო წარმოებული. უკრაინამ სანქციები დაუწესა რუსეთში არსებულ ყველა კომპანიას, რომლებიც აწარმოებენ რაკეტებს. ასეთი სრული სანქციები უნდა დაწესდეს გლობალურად ყველა მათგანის წინააღმდეგ. სანქციების გვერდის ავლით ყველა გზა სათანადოდ უნდა დაისაჯოს გლობალურ დონეზე. მნიშვნელოვან კომპონენტებზე ექსპორტის კონტროლი მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს. თუ ვინმე მოქმედებს, როგორც შუამავალი ან იმუშავებს რუსეთთან ერთად, რათა ტერორისტებმა გააგრძელონ საცხოვრებელი კორპუსების აფეთქება და ადამიანების მკვლელობა, ასეთი სუბიექტები, იქნება ეს ბიზნესი თუ მთავრობა, იმსახურებს მკაცრ პასუხს მსოფლიოსგან” – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.