საზოგადოება

რომელია მეოჯახე ზოდიაქოს ნიშნები

ზოდიაქოს ნიშნებიდან ნაწილი მმართველი პლანეტებიდან და ბუნებიდან გამომდინარე უფრო მეტად მიდრეკილნი არიან ოჯახური თანაცხოვრებისკენ. ასტროლოგები საუკეთესო მეოჯახეებად ასახელებენ შემდეგ ნიშნებს:

კურო – ეს ნიშანი ერთ-ერთი საუკეთესოა ოჯახურ თანაცხოვრებაში. გამოირჩევა ერთგულებით ოჯახის, მეუღლისა და კერის მიმართ.

კირჩხიბი – კირჩიბისთვის უმთავრესი ფასეულობა ოჯახია. სანამ საკუთარს შექმნის, იმ ოჯახზე ზრუნავს, სადაც გაიზარდა და  მერეც არ კარგავს ფესვებს.

თხის რქა – არანაკლებ კარგი მეუღლეები და მეოჯახეები არიან, რადგან დიდი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, მაგრამ სწორედ ამ თვისების გამო უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. დიდხანს უნდა აწონ-დაწონონ.

მორიელი – მათთვის ოჯახი ციხესიმაგრეა და ნებისმიერ განსაცდელს ჩახედავენ თვალებში, თუ რამე დაემუქრა  ოჯახს. ეს თვისება ორივე სქესის მორიელს ახასიათებს.

ლომი – ასევე კარგი მეუღლეები არიან, განსაკუთრებით მამაკაცები, მით უფრო, თუ მეუღლე აძლევს ლიდერობის საშუალებას. ლომი იმპერატორია თავის ოჯახში, რომელსაც დიდი ენთუზიაზმით და პასუხსიმგებლობით მართავს. ლომებს უყვართ მასზე რომ არიან დამოკდებული ადამიანები, რადგან პასუხსიმგებლობა თუ არ აქვს ლომს, თავს ცუდად გრძნობს. მეოჯახეობა განსაკუთრებით მამაკაც ლომებს გამოსდით, რასაც ვერ ვიტყვით ქალი ლომების შემთხვევაში, რადგან ისინი მხოლოდ ოჯახით არ შემოიფარგლებიან. ხშირად კარიერას მეტ ყურადღებას ანიჭებენ.

სასწორი – რაც შეეხება ამ ნიშანს, აქ პირიქით, ქალი სასწორები არიან კარგი მეოჯახეები. ისინი ყოველთვის კარგად და მიმზიდველად გამოიყურებიან მამაკაცებისთვის, ამავდროულად, პასუხისმგებლობით ეკიდებიან საოჯახო საქმეებს. მამაკაცი სასწორები ამ მხრივ მოიკოჭლებენ. მათ განსაკუთრებით გადაწყვეტილების მიღება უჭირთ და სჭირდებათ მეუღლე, რომელიც ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს.

იტვირთბა....