რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პრაღაში გრიგორი კარასინს 16 მარტს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრას საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან. მხარეები სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ.
როგორც ზურაბ აბაშიძე ამბობს, შეხვედრაზე რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზეც ისაუბრებენ. ის წელს რუსეთთან სავიჟო რეჟიმის მოხსნას არ გამორიცხავს.
„საუბარი გვექნება სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით, არ გამოვრიცხავთ, რომ წელს სავიზო რეჟიმი მოიხსნას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, საგარეო უწყებამაც გააკეთა შესაბამისი კომენტარი”, – განაცხადა აბაშიძემ.