ყველასთვის ცნობილია, რომ მსოფლიო ვარსკვლავებს სხვადასხვა ახირებები აწუხებთ. ზოგს გასტროლების დროს მხოლოდ განსაკუთრებული ყვავილებით სურს კულისების მორთვა, ვის კი სასცენო სამოსში ასი ათასობით დოლარის გადახდა არ ენანება. მაგრამ ეს ბუნებრვია, მათი შემოსავალი ხომ მილიოენებს აჭარბებს წლის განმავლობაში. გასაოცარია ალბათ ვარსვლავების ის „ძუნწი“ ნაწილი, სიმდიდრის მიუხედავად საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანივით, რომ ცხოვრობს.
წარმოგიდგენთ ვარსკვლავებს, რომლებიც იაფი ავტომობილებით თაყვანისმცემლებს და მსოფლიო მედიას აოცებენ:
ჯასთინ თიმბერლეიქი
ამ მომხიბვლელ და პოპულარულ მომღერალს მხოლოდ 2013 წელს 31 მილიონი ჰქონდა შემოსავალი, სრულად კი თიმბერლეიქი 225 მილიონს ფლობს. მიუხედავად ამის, მომღერალი რატომღაც 16000 დოლარიან Volkswagen Jetta-ს ატარებს. მან ძვირადღირებულ მანქანებზე უარი თქვა.
მელ გიბსონი
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობსა და რეჟისორს, მელ გიბსონს 200 000 დოლარად შეფასებული Mercedes CLS 500 ჰყავს, ის ასევე ფლობს Toyota Cressida-ს, რომელიც 1976 წელს გამოვიდა და მხოლოდ 1992 წლამდე იყიდებოდა მსოფლიო ბაზარზე. უცნობია რატომ ჰყავს და რამდენად ხშირად მართავს გიბსონი ამ ჯართს.
მარკ ცუკერბერგი
„ფორბსის“ მიერ პლანეტის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად დასახელებულ მარკ ცუკერბერგს 30 ათას დოლარიანი Acura TSX ჰყავს. ცუკერბერგი, რომლის ქონება 46 ,მილიარდ დოლარს შეადგენს, მსგავსი ახირებებით გამოირჩევა. მისი მწირი გარდერობის სურათი მსოფლიომ სულ ცოტა ხნის წინ იხილა.
ამ ვარსკვლავების სიაში არიან ასევე კლინტ ისტვუდი და ბრიტნი სპირსი, რომელთა ქონება ასევე მილიონებს შეადგენს, მაგრამ, 30 000-იანი ავტომობილებით დადიან.
therichest.com