aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ” – რუსი მაღალჩინოსანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის დუმის დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კონსტანტინე ზატულინის განცხადებით, რუსეთმა ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

“თუ სწორად გავიგე, აქ გვაქვს გამარჯვებულების კონგრესი. ვფიქრობ, ეს ცოტა ნაადრევია. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. რა იყო ჩვენი მიზნები სამხედრო ოპერაციის დასაწყისში – დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, უკრაინის ნეიტრალიტეტი და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მცხოვრებთა დაცვა. ვერც ერთ შედეგს მივაღწიეთ. უფრო მეტიც, ზოგიერთ მიზანს აღარც აქვს აზრი.

უკრაინის არმიის მაღალი მოტივაცია გამომდინარეობს რწმენიდან, რომ ჩვენ ვართ აგრესორი. მე არ მივეცი ხმა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას. ვთავაზობდი სხვა ვარიანტს – გვეღიარებინა ისინი მათზე უკრაინის თავდასხმის შემთხვევაში, ანუ საქართველოს ვარიანტი – როდესაც თავს დაესხნენ სამხრეთ ოსეთს და ჩვენ ვაღიარეთ ოსეთი და აფხაზეთი. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გავებმებოდით იმ მახეში, რომელშიც ახლა ვართ და მივეცით ყველას მიზეზი, რომ ეს ბლოკი შექმნილიყო ჩვენ წინააღმდეგ. ეს შეცდომა იყო და ჩვენ ახლა, როგორც ამბობენ, მხოლოდ ერთი მიმართულების ბილეთი გვაქვს” – აღნიშნა კონსტანტინე ზატულინმა.

იტვირთბა....