„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ -ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, სახლიდან ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც მადლობას უხდის ექიმებს და აღნიშნავს, რომ გადატანილი ტრაგედიის შემდეგ კვლავ მეუღლესთან ერთად არის:
„ამ ფოტოს რომ სახლში გადავიღებდი ისევ, ერთი წამით არ დამიკარგავს იმედი, მაგრამ არ შემიძლია არ “ვამხილო მთავარი დამნაშავეები იმისა. რომ მე ისევ ჩემს ეკასთან ერთად სახლში ცხელ ჩაის გეახლებით!
მაშ ასე: ლევან თოხაძე, დავით ლოლაძე და გიორგი ასათიანი, ავთო იმედაძე, ვლადი პაპავა და ლეცან დონაძე, გივი და ნიკუშა, ქალბატონები მაკა და გულიკო, უმაგრესი ექთნები მორიგეები მადონა, ნიკოლოზი, როინი, აბო, ია და ნათიები, ხათუნა და მარიამი – თუ გამომრჩა ვინმე, შემიძლია ჩაქუჩს დავაბრალო! დიდი მადლობა რესპუბლიკურის მესასწაულეებს! ადამიანურად რო შეგაყვარებენ თავს და კიდე ფეხზე წამოგაყენებენ, მერე ვერც ჩაქუჩი გაჩერებს და ვერც მაყუჩი! ამრავლოს ღმერთმა კეთილი ძლიერი და გულისხმიერი ადამიანები! მადლობა თქვენ! მალე შევრკინებოდეთ ფეოლებო!“
შეგახსენებთ, რომ ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე დაჭრეს. „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი გუშინ გამოწერეს საავადმყოფოდან. თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია ერთი ადამიანი, ლევან მექვაბიშვილი, მეორე თავდამსხმელზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე თავდასხმის მოტივი უცნობია.