გავრცელებული ცნობით, უკრაინაში დაღუპული ქართული ლეგიონის წევრი, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გიგანი ქართულ ლეგიონს სამხედრო ლოჯისტიკის კუთხით ეხმარებოდა. ამ დროისთვის დაღუპული მეომარი კიევის ცენტრის მთავარ ტაძარშია დასვენებული, ხოლო სამშობლოში, დაახლოებით 2 დღეში გადმოასვენებენ.
“ძალიან მძიმე დანაკარგია, იმყოფებოდა ქართული ლეგიონის შემადგენლობაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ძირითადად იყო ლოჯისტიკური მიმართულებით და ძალიან კარგი ადამიანი იყო. ცუდად გახდა, თავბრუ დაეხვა და გონება დაკარგა, გამოიძახეს სასწრაფო და ვერ შეძლო სასწრაფომ გადარჩენა, ვერ გაიგეს ადგილზევე გულის შეტევა იყო თუ თრომბი და სამწუხაროდ გარდაიცვალა” – განაცხადა მამუკა მამულაშვილმა, ქართული ლეგიონის ხელმძღვანელმა უკრაინაში.
წყარო – “პირველები”.