ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ვაგნერის დანაყოფები ბახმუტს ტოვებენ – რა განცხადებას ავრცელებს პრიგოჟინი

ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსული საოკუპაციო ძალების გარკვეული ნაწილი ქალაქ ბახმუტს დღეს დატოვებენ.

“დღეს ძირითადი ნაწილი გამოვა, დანარჩენები კი 5 ივნისამდე, როგორც ვგეგმავდით. ბახმუტში აღარ უნდა ვიყოთ. ახლა აქ განვთავსდებით, დავისვენებთ, გადამზადებას გავივლით და ა.შ..” – აღნიშნა ევგენი პრიგოჟინმა.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციამ ბახმუტის აღება 20 მაისს გამოაცხადა, თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ აღნიშნულ ფაქტი არ დაადასტურა.

იტვირთბა....