ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, გამთენიისას ქალაქ შებენიკოში უკრაინელმა ჯარისკაცებმა საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა, ხოლო საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობები დაზიანდა.
“შებეკინო გამუდმებული ცეცხლის ქვეშაა: დილის 12 საათზე, 3:40 საათზე და 5:15 საათზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა “გრადის” რაკეტები ესროლა ქალაქის ცენტრსა და მის გარეუბნებს”- აღნიშნა გუბერნატორმა.