კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, გასულ ღამით რუსულმა საოკუპაციო ძალებმა კიევზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 2 ბავშვი, 14 კი დაშავდა.
უწყების განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში კიევში საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. რუსულმა ძალებმა დედაქალაქს ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს, რასაც საცხოვრებელი სახლებისა და სავაადმყოფოს დაზიანება მოჰყვა.