ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსეთს უკრაინის შემოტევის ეშინია? – ოკუპანტებმა რუსეთ-ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე გზები ააფეთქეს

რუსული სამხედრო ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით, რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე “სამი დის” ძეგლთან აფეთქება მოხდა.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის, ანდრეი დემჩენკოს განცხადებით, აფეთქება რუსეთის მიერ კონტრშეტევის შიშით განხორციელდა.

“როგორც ხედავთ, მათ დაიწყეს გზების აფეთქება კიევზე თავდასხმიდან სამ დღეში, ალბათ იმის შიშით, რომ უკრაინა შეტევას წამოიწყებდა რეგიონულ ცენტრზე. მაგრამ უკრაინა არ არის აგრესორი. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი სახელმწიფო თავდაცვაზეა. ჩვენ არ გვჭირდება ბრიანსკი“ – აღნიშნა უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა.

იტვირთბა....