ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

უკრაინიდან რუსეთში გადასახლებული 371 ბავშვი სამშობლოში დაბრუნდა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის მიერ 371 დეპორტირებული ბავშვი დაბრუნდა.

“ჩვენ გვსურს ბავშვები უკრაინაში რაც შეიძლება მალე დავაბრუნოთ, სანამ ისინი ჯერ კიდევ ბავშვები არიან. ეს არის ყველაზე მთავარი!

ბავშვთა დაცვის ცენტრის გახსნისას, რომელიც დაუპირისპირდება რუსეთის დანაშაულებებს უკრაინელი ბავშვების მიმართ, გავეცანი Bring Kids Back UA-ს სამოქმედო გეგმას. უკრაინის მთავრობა, უცხოური მთავრობები და საერთაშორისო ორგანიზაციები
აერთიანებენ ძალებს უკრაინის ყველა ახალგაზრდა მოქალაქის სამშობლოში დასაბრუნებლად.

პირველი ნაბიჯი გადაიდგა და 371 ბავშვი უკრაინაში სახლში დაბრუნდა” – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....