როგორც თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის თქმით, თავდაცვის სამინისტროს და მინისტრს დღეს დილით მიუვიდა ინფორმაცია თარხან ბათირაშვილის სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა ამ დრომდე ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.
ჩვენ ზუსტად ისევე ველოდებით საბოლოო პასუხს, როგორც საზოგადოება, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თარხან ბათირაშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ.
“დღეს დილით მომივიდა ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა არ შემიძლია არაფრის თქმა ამ დროისთვის. ჩვენ ზუსტად ისევე ველოდებით საბოლოო პასუხს, როგორც საზოგადოება. ჩვენ აქტიური და ქმედითი ურთიერთობა გვაქვს ამერიკის მთავრობასთან და გამთენიისას, ძალიან ადრე გვაცნობეს, რომ ასეთი ვარაუდი არსებობს. თუმცა ხაზს ვუსვამ რომ ეს არის ვარაუდი.“-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერის, პანკისელი ტერორისტის, აბუ ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილი შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ, რომელზე კომენტარი პენტაგონშიც გაკეთდა.
დასავლური მედიის ინფორმაციით, პენტაგონის ვარაუდობს, რომ ბათირაშვილი შესაძლოა აშშ-ს მიერ სირიაში პარასკევს განხორციელებულ ავიაიერიშს ემსხვერპლა, თუმცა მისი ლიკვიდაციის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს.