ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

შებეკინოზე მასიური დარტყმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა – ბელგროდის გუბერნატორი

ბელგროდის რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, ქალაქ შებეკინოზე მასიური დარტყმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

“კაცს კისრის და ზურგის არეში ჭრილობები აღენიშნება, მდგომარეობა მძიმეა, ქალს ჭრილობები მკლავისა და წინამხრის არეში აქვს მიყენებული. ექიმები ახლა ყველა საჭირო გამოკვლევას უტარებენ” – აღნიშნა გუბერნატორმა.

არსებული ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ დაბომბვის შედეგად რვა საცხოვრებელი კორპუსი, ოთხი სახლი, სკოლა და ორი ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა.

იტვირთბა....