უკრაინაში დაღუპული ქართელი მებრძოლი ვახტანგ ბარაბაძე გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს.
გარდაცვლილი ქართელი მებრძოლის სიცოცხლე 4 აპრილს, ბახმუტთან საარტილერიო თავდასხმას შეეწირა.
მის ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.