მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, დღეს დილით მოსკოვის ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა.
„დღეს დილით მოსკოვის რეგიონის ზოგიერთ რაიონში მცხოვრებლებს აფეთქების ხმები ესმოდათ – ჩვენი საჰაერო თავდაცვის მუშაობის ხმაა. მოსკოვთან მიახლოებისას რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს”, – დაწერა გუბერნატორმა „ტელეგრამ“ არხზე.