უკრაინული მხარის ცნობით, გუშინ ოკუპანტები კიევს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი კი დაშავდა, თუმცა მსხვერპლისა და დაზიანებული მოქალაქეების ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.
ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მტერმა შეცვალა ტაქტიკა და რუსეთმა ქალაქს დაარტყა დღისით, როცა მოსახლეობის უმეტესობა სამსახურში ან გარეთ იყო.