ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელ ურთიერთობას განიხილავს.
ინსტიტუტის თქმით, პრიგოჟინმა პუტინის ავტორიტეტი და რეჟიმი ირიბად შეარყია.
„ვაგნერის ტერორისტული ჯგუფის ლიდერმა, ევგენი პრიგოჟინმა კვლავ ირიბად შეარყია რუსეთის დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის ავტორიტეტი და რეჟიმი. პრიგოჟინის კომენტარები სავარაუდოდ, პუტინისკენ არის მიმართული, რომელსაც რუსული სახელმწიფო მედია ასახავს ლიდერად, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებში და რიგითი რუსების ცხოვრებაში.
პრიგოჟინის თავდასხმები პუტინზე და რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე – ვაგნერის მიღწევებით ტრაბახთან ერთად – შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ პრიგოჟინი იმედგაცრუებულია იმით, რომ მან არ მიიღო დაპირებული კომპენსაცია ბახმუტისთვის ბრძოლაში “გამარჯვებისთვის”, – აღნიშნავს ISW.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში გავრცელდა პრიგოჟინის რამდენიმე ვიდეო, სადაც ის უკრაინული არმიის სიძლიერესა და რუსული ჯარის კრიზისში საუბრობს.