უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, გასულ ღამეს უკრაინის საჰაერო ძალებმა 37 ფრთოსანი რაკეტა და 29 Shahed-ის დრონი გაანადგურეს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსული საოკუპაციო ძალები უკრაინის სამხედრო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურებს თავს დაესხნენ.
შეგახსენებთ, კასპიის ზღვის ტერიტორიიდან რუსულმა ძალებმა 40 ფრთოსანი რაკეტა გაისროლა, ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებით 35 ირანული დრონი გაუშვა.