„მხოლოდ ბრალდებულის ჩვენებით არის, რომ იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ ბრალდებულმა დუმილის უფლება აირჩია.“-განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ ალექსი პეტრიაშვილის თავდამსხმელ ლევან მექვაბიშვილისა და ალექსი პეტრიაშვილის შესაძლო ნაცნობობის შესახებ.
ლევან მექვაბიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ დაზარალებულს და თავდამსხმელს ნაცნობობა არ აკავშირებთ.
პროკურორის თმით, ” ბრალდებულმა მისცა ჩვენება, ხოლო შემდეგ შეწყვიტა ჩვენების მიცემა. გამოძიების სტადიაზე ისარგებლა ადვოკატის მომსახურებით, მიეცა მას სესაძლებლობა მოეწვია ადვოკატი, მიეცა შესაძლებლობა ადვოკატთან გაევლო კონსლუტაცია, რის შემდეგადაც გადაწყვიტა, რომ აერჩია დუმილის უფლება,“
ასევე, ზვიად ფხაკაძის განმარტებით, გამოძიბიებით დადგენილია, რომ პეტრიაშვილზე თავდასხმის მიზეზი პირადი მოტივია.
„მხოლოდ ბრალდებულის ჩვენებით არის, რომ იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ ბრადებულმა დუმილის უფლება აირჩია. გამოძიებით დადგენილია, რომ 2016 წლის 26 თებერვალს, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა განახორციელა ორმა პიროვნებამ,“ – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი საავადმყოფოდან გამოწერეს, რომელის დატოვების შემდეგ, მან პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დაკავებულ ლევან მექვაბიშვილს არ იცნობს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პეტრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ლევან მექვაბიშვილს 2 თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე დაჭრეს.