ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

🎥სოხუმის ცენტრში თურქეთის მოქალაქე მოკლეს, დაჭრილია 12 წლის ბავშვი

სოხუმში, სახაროვის და არძინბას ქუჩების კვეთაზე, მკვლელობა მოხდა – ინფორმაცია სააგენტო Apsnypress-ს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, რადა სანგულიამ დაუდასტურა.

აფხაზური ტელეგრამის არხების ცნობით, მსხვერპლი ახალგაზრდა რეპატრიანტია, რომელიც თურქეთიდან ჩამოვიდა. სროლის დროს შემთხვევით გამვლელი 12 წლის მოზარდი ფეხში დაიჭრა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ, გარემოებები ზუსტდება.

იტვირთბა....