მარნეულში შემზარავი მკვლელობა მოხდა. ტაქსის მძღოლი ჯერ თბილისიდან გაიტაცეს, შემდეგ კი მოკლეს.
მოკლული 53 წლის შოთა ლორიაა.
„ტვ პირველის“ მოირ მოპოვებული ინფორმაციით, სამი პირისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ტაქსის მძღოლი ე.წ. ჟგუტით მოახრჩვეს.
შეგახსენებთ, ლორია მდინარე ხრამის სანაპიროზე მიიყვანეს, მოკლეს და სანაპოროზე დამარხეს, მანქანა კი დაშალეს.
მოკლულ კაცს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
პოლიციამ ორივე ბრალდებული უკვე დააკავა. მათ შორის ერთ-ერთი, არასრულწლოვანია.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.