ახალი ამბები მთავარი

მექვაბიშვილის ადვოკატი: ეს არის ჩვეულებრივი ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი

ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს ადვოკატი მარინა ფილაური კურიერთან საუბრისას აცხადებს, რომ ლევან მექვაბიშვილი ალექსი პეტრიაშვილს იცნობდა და მათ შორის შეხვედრა ერთხელ მოხდა. მისივე თქმით, მათ შორის იყო ურთიერთდაპირისპირება.
“ეს შეიძლება ჩვეულებრივ ქუჩაში ორ ადამიანს შორის მოხდეს ესეთი შელაპარაკება მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი. არ არის აქ არც პოლიტიკური არც რაიმე სხვა მოტივი. ეს არის ჩვეულებრივი ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომელიც ალბათ მანამდე ყოფილა მე როგორც ვიცი. ახლოს არ იცნობდა უბრალოდ გარკვეულ ეტაპზე ჰქონდათ რაღაც მოკლეხნიანი შეხება. იყო პატარა უთანხმოება,“ – განაცხადა მარინა ფილაურმა.
ალექსი პეტრიაშვილის ადვოკატი ლევან სამუშია საქმის დეტალების გაცნობამდე მოტივებზე ვერ საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ქვედა კიდურებისა და წელის არეში. პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა.
“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებული პირი, ლევან მექვაბიშვილი, სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს.

იტვირთბა....