უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებით, ბახმუტში რუსეთი დამატებით ძალებს აგროვებს.
“ბახმუტში ჩვენი ჯარები გარკვეულ ობიექტებს აკონტროლებენ. ბრძოლა [ბახმუტის] ჩრდილოეთით და სამხრეთით გრძელდება. ჩვენი მებრძოლები მტერს არ აძლევენ იქ ფეხის მოკიდების შესაძლებლობას. მტერი დამატებით ძალებსა და საშუალებებს აგროვებს” – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ანა მალიარის თქმით, ვითარება ბახმუტის მიმართულებით 21 მაისის შემდეგ, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა რუსეთის საოკუპაციო ძალები უზარმაზარ სამხედრო დანაკარგებს განიცდის.