ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი, უკავშირდება ქალთა მოძრაობის დასაწყისს, რომელსაც ტრაგიკული შინაარსი აქვს. 1853 წლის 8 მარტს სამკერვალო ქარხანის მუშა ქალები გაიფიცნენ, გაუსაძლისი პირობების გამო და მათი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო. ისინი პოლიციამ დაარბია. იმისათვის, რათა გაფიცვა სხვა ფაბრიკებშიც არ დაწყებულიყო, გაფიცვაზე მიმავალი ქალები ფაბრიკის შენობაში ჩაკეტეს. დაუდგენელი მიზეზების გამო ფაბრიკაში ხანძარი გაჩნდა. 129 ქალი, რომლებმაც გაქცევა ვერ მოახერხა, ხანძრის შედეგად დაიღუპა. ამ მოვლენამ ამერიკასა და მთელს მსოფლიოში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მათი დაკრძალვის ცერემონიას 100 ათასობით ადამიანი დაესწრო. 1910 წელში დანიაში გამართულ ქალთა შეკრებაზე, 1857 წლის 8 მარტს საფეიქრო ფაბრიკაში დაღუპული ქალების ხსოვნის უკვდავსაყოფად 8 მარტის ქალთა დღის აღნიშვნის გადაწყვეტილება გენერალ სოციალისტ კლარა ცეტკინთან ერთად ერთხმად იქნა მიღებული.
1965 წლის 8 მაისს საბჭოთა კავშირში ეს დღე უქმედ გამოცხადდა და დღემდე რჩება, მათ შორის საქართველოშიც.