უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების განცხადებით, 19 მაისს, ღამის განმავლობაში რუსეთი თავს დაესხა უკრაინას ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებებიდან.
მათი თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ნასროლი 22 “შაჰიდიდან” 19 და 6 “კალიბრიდან” 3 გაანადგურეს.
უკრაინის დედაქალაქ კიევის ხელისუფლების ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მტრის ყველა სამიზნე, რომელიც ღამით კიევის მიმართულებით მოძრაობდა.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.