ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის რეგიონი დაბომბეს.
“წინასწარი ინფორმაციით, დაიბომბა ხარკოვის რაიონის სოფელი ცირკუნი. დაფიქსირდა დარტყმა საცხოვრებელ კორპუსზე. შესაძლოა ნანგრევების ქვეშ იყვნენ ადამიანები. ადგილზე მუშაობს სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური. მონაცემები ზუსტდება” – განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.
ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანების ინფორმაციით, მან მშვიდობიან მოქალაქეებს თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდა.
ხარკოვის სამხედრო გარნიზონის ხელმძღვანელის, სერგეი მელნიკის თქმით, რუსმა ჯარისკაცებმა ხარკოვის რეგიონს ბელგოროდიდან დაარტყეს.