ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

“უკრაინის კონტრშეტევაზე გავრცელებული ცნობები დეზინფორმაციაა” – ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევაზე გავრცელებული ცნობები დეზინფორმაციაა.

მისი თქმით, უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ.

“ბევრი ახლა ამბობს: „კონტრშეტევა, კონტრშეტევა!“… ნებისმიერ ბრძოლაში დეზინფორმაცია ძალიან საშიშია. გაიხსენეთ კურსკის ბრძოლა, სტალინგრადის მახლობლად, როცა წარმატებით ვაცდიდით მტერს და მოვიგეთ ეს ბრძოლა… მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ეს „კონტრშეტევა“ ყველაზე დიდი დეზინფორმაციაა. ჩემი გადმოსახედიდან „კონტრშეტევა“ არ არსებობს და არც შეიძლება იყოს. ეს უბრალოდ სიგიჟეა” – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....